ზირკზე "იუვენტუსს" "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედზე" მეტად სხვა კლუბში ტრანსფერზე ფიქრობს » სპორტის ხაზი

ზირკზე "იუვენტუსს" "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედზე" მეტად სხვა კლუბში ტრანსფერზე ფიქრობს

ზირკზე "იუვენტუსს" "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედზე" მეტად სხვა კლუბში ტრანსფერზე ფიქრობს
4-04-2024, 12:08
Aa Aa
გაზიარება:

"ბოლონიას" ცენტრალური ფორვარდი ჯოშუა ზირკზე, რომელიც მიმდინარე სეზონში განსაკუთრებულ მატჩს ატარებს, რამდენიმე გრანდის ყურადღებიც ეპიცენტრში მოექცა...

მისი გადაბირებით "იუვენტუსი" "მანჩესტერ იუნაიტედ" და "არსენალია" დაინტერესებული, თუმცა იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიდერლანდელ ფეხბურთელს "მილანში" თამაში სურს.

"La Gazzetta dello Sport"-ის მტკიცებით, ჯოშუას მილანური კლუბი ძალიან მოსწონს და მისი აგენტი გააფრთხილა, რომ ამ ტრანსფერზე იმუშაოს.

იგივი წყარო იუწყება, რომ "როსონერიმ" შესაძლოა 50 მილიონიანი შეთავაზება გაამზადოს და ბონუსად ალექსის სალმაკერსზე უფლებები მთლიანად ბოლონიელებს გადასცეს.

ბელგიელი სალმაკერსი "ბოლონიაში" ირჯება, თუმცა იგი "მილანის" საკუთრებაში იმყოფება და შესაძლოა, ზირკზეს ტრანსფერის შემდეგ იგი მის ამჟამინდელი კლუბის მფლობელობაში მთლიანად გადავიდეს.

იქიდან გამომდინარე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" რასმუს ჰოილუნდში 75 მლნ-ს პლიუს ბონუსი გადაიხადეს "ატალანტადან" შესაძენად, ბოლონიელები ფიქრობენ, რომ ზირკზე მასზე ნაკლები არ ღირს.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ჯოშუა "ბაიერნის" აღზრდილია, მან გერმანული კლუბი 2022 წელს 8.5 მლნ ევროს სანაცვლოდ დატოვა. მის ამჟამინდელ კონტრაქტში ნახსენებია, რომ ბოლონიელებმა "რეკორდმაისტერებს" იმ თანხის 40 პროცენტი უნდა გადაუხადონ, რამდენითაც გაყიდიან.

შესაბამისად, "ბოლონიას" სურს რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს ნიდერლანდელი ფეხბურთელი.

მიმდინარე სეზონში ზირკზეს ანგარიშზე 28 შეხვედრაში 10 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი