როგორც ესპანურმა AS-მა დაწერა, ვალენსიამ რაიო ვალეკანოს მეკარესთან, სტოლე დიმიტრიევსკისთან შეთანხმებას მიაღწია.
გამოცემის ინფორმაციით, დიმიტრიევსკი რაიოსთან კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებს, რომელიც მას მიმდინარე წლის ზაფხულში უსრულდება.
ცხადია, დიმიტრიევსკი ვალენსიას მეორე მეკარის პოზიციაზე არ მიჰყავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ვალენსია გიორგის საზაფხულო ტრანსფერს ფორმალურად ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში მამარდაშვილს ყველაზე ხშირად პრემიერ ლიგის კლუბებს უკავშირებდნენ (ნიუკასლი, ჩელსი, მანჩესტერ იუნაიტედი).