გიორგი არაბიძეს პრემიერ ლიგაში წავიყვანდი - ტორპედოს მთავარი მწვრთნელი სტივ კინი » სპორტის ხაზი

გიორგი არაბიძეს პრემიერ ლიგაში წავიყვანდი - ტორპედოს მთავარი მწვრთნელი სტივ კინი

გიორგი არაბიძეს პრემიერ ლიგაში წავიყვანდი - ტორპედოს მთავარი მწვრთნელი სტივ კინი
3-04-2024, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

2 მარტს, ქუთაისის ტორპედომ ფოთის კოლხეთი 3:2 დაამარცხა.

ქუთაისელთა მხრიდან დუბლის ავტორი გიორგი არაბიძე გახდა, რომლის მეორე გოლიც მატჩის 78-ე წუთზე განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა.

ნამატჩევს კომენტარი მასპინძელთა დამრიგებელმა, სტივ კინმა გააკეთა:

"დღესაც რომ პრემიერლიგაში ვმუშაობდე, გიორგი არაბიძე იქნებოდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ინგლისში წავიყვანდი.

ის ლიდერია და ზუსტად ეს გამოარჩევს სხვებისგან - ზეწოლის ქვეშ თამაში მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია. კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა და სამუშაო, რომელიც დღეს მოედანზე გასწია, სიტყვებით შეუფასებელია"
- თქვა კინმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი