სარის "ნაპოლიში" დაბრუნება? - რას წერენ იტალიურ მედიაში » სპორტის ხაზი

სარის "ნაპოლიში" დაბრუნება? - რას წერენ იტალიურ მედიაში

სარის "ნაპოლიში" დაბრუნება? - რას წერენ იტალიურ მედიაში
2-04-2024, 16:58
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაურიციო სარი შესაძლოა კვლავ ნეაპოლურ კლუბს ჩაუდგეს სათავეში.

"Tuttosport"-ის მტკიცებით, 65 წლის სპეციალისტის "ნაპოლიში" დაბრუნების შანსი მაშინ გაჩნდება, თუ "პარტენოპეი" ახალ სპორტულ დირექტორად ფედერიკო მასარას დანიშნავს.

იტალიელი მწვრთნელი ახალახანს დაემშვიდობა "ლაციოს", ამიტომაც ახლა მზად არის ნებისმიერი კლუბის ჩასაბარებლად და "ნაპოლი" ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტია.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ აურელიო დე ლაურენტისი პირველ რიგში ანტონიო კონტეს დარწმუნებას შეეცდება "დიეგო მარადადონას სტადიონზე" გადასაბარგებლად, მაგრამ ნაკლებადაა სავარაუდო, რომ ყოფილი"ინტერისა" და "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ამ შეთავაზებას დათანხმდეს.

იტალიური გავლენიანი გამოცემები "Il Mattino" და "Tuttosport" იუწყებიან, რომ დე ლაურენტისს კონტეს დასათანხმებლად ერთადერთი კოზირი აქვს დირექტორი ჯიანლუკა პეტრაჩის სახით, რომელიც კონტეს ახლო მეგობარია. თუ ეს გეგმა ჩაფლავდა, მაშინ სარისა და მასარას შანსები გაჩნდება.

აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ დე ლაურენტისმა სარის "ლუზერი" უწოდა მაშინ, როდესაც, 2018 წელს, მაურიციომ ნეაპოლური კლუბი დატოვა და "ლაციო" ჩაიბარა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი