ბესო ზოიძე, რუსეთის ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი: "ჩვენების გამარჯვება გამიხარდა, რადგან ერთი დნმ გვაქვს" » სპორტის ხაზი

ბესო ზოიძე, რუსეთის ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი: "ჩვენების გამარჯვება გამიხარდა, რადგან ერთი დნმ გვაქვს"

ბესო ზოიძე, რუსეთის ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი: "ჩვენების გამარჯვება გამიხარდა, რადგან ერთი დნმ გვაქვს"
2-04-2024, 16:10
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთის ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბესო ზოიძემ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეაფასა.

"ძალიან მიხარია, რომ რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ამდენი მოლოცვა მივიღე, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ერთი დნმ გვაქვს."

"ფეხბურთელთა გამარჯვება არამარტო სპორტული თვალსაზრისით, არამედ იმიტომაც გამიხარდა, რომ საქართველოზე ამან მშვენიერი გავლენა იქონია (გულისხმობს სოციალურ მდგომარეობას, ეკონომიკას, განათლებას და ა.შ)."

"მე და ჩემი ქართველი მეგობრები საქართველოს თამაშს მოსკოვში დიდი ემოციებით ვუყურებდით. ძნელია ზუსტად აგიხსნათ თუ რას ვგრძნობ ახლა, რადგან ამ მოვლენამდე ქართული ფეხბურთი 30 წლის განმავლობაში მიდიოდა"
, - თქვა ზოიძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი