შერმადინი თავისივე შედეგს აუმჯობესებს | გიორგის მე-13 MVP! » სპორტის ხაზი

შერმადინი თავისივე შედეგს აუმჯობესებს | გიორგის მე-13 MVP!

შერმადინი თავისივე შედეგს აუმჯობესებს | გიორგის მე-13 MVP!
2-04-2024, 11:43
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური ლენოვო ტენერიფეს ქართველი ცენტრი, გიორგი შერმადინი ევროლიგის ერთი სრული თვის საუკეთესო კაალთბურთელი (MVP) კიდევ ერთხელ გახდა, რის ხარჯზეც შერმადინმა თავისივე შედეგი გააუმჯობესა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გასულ თვეში ესპანეთის ლიგის ეგიდით 5 მატჩი გამართა, საიდანაც მისმა გუნდმა ოთხი მოიგო, ხოლო ქართველის ეფექტიანობის საშუალო კოეფიციენტი 22.4 გამოვიდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა, გიორგი კი თვის MVP გახდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი შერმადინი საშუალოდ თამაშში 13.8 ქულას, 5.4 მოხსნას, 1.2 პასს და 2 დაფარებას აგროვებდა. წინა თვეში ქართველმა ცენტრმა ორქულიანები 77.4%-ის (24/31), ხოლო საჯარიმოები 91.3%-ის სიზუსტით (21/23) ისროლა.

გიორგი შერმადინისთვის თვის MVP-ობა სიახლე უკვე დიდი ხანია აღარაა, რადგან მას ეს ჯილდო 13-ჯერ აქვს მოპოვებული, რითაც დიდი ხანია რეკორდსმენია. ქართველი ცენტრის შემდეგ მოდიან ტანოკა ბერდი (10), ლუ რო (9) და არვიდას საბონისი (7).





კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.