ლიონელ მესი დევიდ ბექჰემის გუნდში ითამაშებს? | დეტალები » სპორტის ხაზი

ლიონელ მესი დევიდ ბექჰემის გუნდში ითამაშებს? | დეტალები

ლიონელ მესი დევიდ ბექჰემის გუნდში ითამაშებს? | დეტალები
31-10-2022, 19:25
Aa Aa
გაზიარება:

THE ATHLETIC-ის ჟურნალისტის, დეივიდ ორნსტეინის ინფორმაციით, დევიდ ბექჰემის "ინტერ მაიამი" ლიონელ მესისთან შეთანხმების მიღწევასა და კონტრაქტის გაფორმებას უახლოეს თვეებში გეგმავს.

არგენტინელ ვარსკვლავს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. ლიონელ მესის გადაბირებას მისი ყოფილი გუნდი, "ბარსელონაც" გეგმავს. აგრთვე, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს "ლა პულგას" ამჟამინდელი კლუბიც, თუმცა არგენტინელი თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.

როგორც იწერება, ლეო მესისა და მისი ოჯახისთვის მაიამი ნამდვილი მიზიდულობის წყაროა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე ქალაქში არგენტინელი ფეხბურთელი ქონებას უკვე ფლობს. შესაბამისად, მაიამი ლეო მესისთვის დიდი სიახლე ნამდვილად არ იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი