ამპარტავანი დე ლაურენტისი, რომელმაც კალცონას დამამცირებელი შეთავაზება გაუკეთა » სპორტის ხაზი

ამპარტავანი დე ლაურენტისი, რომელმაც კალცონას დამამცირებელი შეთავაზება გაუკეთა

ამპარტავანი დე ლაურენტისი, რომელმაც კალცონას დამამცირებელი შეთავაზება გაუკეთა
2-04-2024, 11:33
Aa Aa
გაზიარება:

გარკვეული პერიოდის წინ, ფრანჩესკო კალცონას ნაპოლიში დამყარებულმა სტაბილურობამ დე ლაურენტისს გადააწყვეტინა, რომ ახალ მწვრთნელთან დიდი ხელშეკრულება გაეფორმებინა, რაც კალცონამ კონკრეტული მიზეზის გამო უარყო.

საქმე ისაა, რომ ის სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელიცაა, რომელსაც წინ ევრო 2024 ელის, ფრანჩესკოს პრიორიტეტი კი სწორედ სლოვაკეთის ნაკრებია.

რამდენიმე იტალიური გამოცემა წერს, რომ ამ ყველაფრის გამო დე ლაურენტისი ძალიან გაღიზიანდა, რომელმაც კალცონას დამამცირებელი შეთავაზება გაუკეთა.

როგორც იწერება, ნაპოლის პრეზიდენტმა ფრანჩესკოს არა მთავარი მწვრთნელის, არამედ გუნდის რიგითი სტაპის თანამშრომლის პოსტზე გაუკეთა შეთავაზება, რასაც, უდიდესი ალბათობით, კალცონა არც კი განიხილავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი