"ხვიჩა ერთ დღესაც მადრიდის რეალში გადავა" - ნახეთ რაზე კამათობენ უცხოელი გულშემატკივრები » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ერთ დღესაც მადრიდის რეალში გადავა" - ნახეთ რაზე კამათობენ უცხოელი გულშემატკივრები

"ხვიჩა ერთ დღესაც მადრიდის რეალში გადავა" - ნახეთ რაზე კამათობენ უცხოელი გულშემატკივრები
31-10-2022, 18:40
Aa Aa
გაზიარება:

ინტერნეტში გავრცელდა უცხოელი გულშემატკივრების TikTok ვიდეო, სადაც ისინი არჩევენ თუ ვინ უფრო ძლიერია გუნდის სასტარტო თერთმეტეულში დასაყენებლად, - რაფაელ ლეაო თუ ხვიჩა კვარაცხელია (იხილეთ ვიდეო).

ვიდეოში საუბარია ერთ-ერთი ცნობილი ტრენდის შესახებ, სადაც სამი მოთამაშიდან ერთი სასტარტოში უნდა დააყენო, მეორე სათადარიგოთა სკამზე დატოვო, ხოლო მესამე გუნდიდან გაუშვა. გთავაზობთ ვიდეოს თარგმანს:

- "მე რაფაელ ლეაოს დავაყენებდი ძირითად შემადგენლობაში, კვარაცხელიას სკამზე დავსვამდი და რაფინიას გუნდიდან გავუშვებდი, ბოდიში მას."

- "მე კი ხვიჩა კვარაცხელიას დავაყენებდი ძირითადში."

- "რაფაელ ლეაოს, გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის ნაცვლად? გიჟი ხარ."

- "ამ სეზონში ხვიჩასა და ნაპოლის ერთი თამაშიც კი არ წაუგიათ. ღრმად მწამს, რომ ხვიჩა კვარაცხელია ერთ დღესაც მადრიდის რეალში გადავა."

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას ყველა ტურნირზე 8 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი, ხოლო რაფაელ ლეაოს ანგარიშზე 6 გოლი და 6 ასისტია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი