გრეგ პოპოვიჩი: "სანდრო მამუკელაშვილი ჩემი ფავორიტი კალათბურთელია" » სპორტის ხაზი

გრეგ პოპოვიჩი: "სანდრო მამუკელაშვილი ჩემი ფავორიტი კალათბურთელია"

გრეგ პოპოვიჩი: "სანდრო მამუკელაშვილი ჩემი ფავორიტი კალათბურთელია"
1-04-2024, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიომ გოლდენ სტეიტთან 113:117 წააგო, ამ შეხვედრაში კი ქართველი კალათბურთელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა პარკეტზე ჯამურად 24:37 წუთი გაატარა, რა დროშიც მან 10 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ცხადია, ასეთი თამაშის მერე სანდროზე კომენტარი სან ანტონიოს დამრიგებელმა, გრეგ პოპოვიჩმა გააკეთა, რომელმაც ქართველისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ის ჩემი საყვარელი მოთამაშეა. სანდრო ძალიან ჭკვიანურად თამაშობს, რის ხარჯზეც ბევრ ბურთს ჭრის და გუნდს უკან უბრუნებს."

"მამუკელაშვილის ყურებით სიამოვნებას ვიღებ. ის მაღალ დონეზე სტაბილურად თამაშობს და გაჩერებას არ აპირებს"
, - თქვა პოპოვიჩმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი