თურქი ჟურნალისტი: "საქართველოსი ძალიან მეშინია, უშანსოდ ვიქნებით" » სპორტის ხაზი

თურქი ჟურნალისტი: "საქართველოსი ძალიან მეშინია, უშანსოდ ვიქნებით"

თურქი ჟურნალისტი: "საქართველოსი ძალიან მეშინია, უშანსოდ ვიქნებით"
1-04-2024, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის F ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი მეტოქეები პორტუგალია, ჩეხეთი და თურქეთი იქნებიან.

სწორედ თურქმა ჟურნალისტმა, ოზგურ ბუზბაშმა შეაფასა საქართველოსთან ჩანიშნული შეხვედრა, კომენტარის გაკეთებისას კი მან აღნიშნა, რომ თურქები ქართველებს ძალიან უნდა უფრთხოდნენ.

"ჯგუფში საკმაოდ რთული მეტოქეები გვყავს, უშანსოდ ვიქნებით. ამ გუნდებს თურქეთი უნდა უფრთხოდეს."

"ჩეხეთს ბევრი ფეხბურთელი პრაღის სპარტადან ჰყავს. ასევე, საქართველოც ძალიან სახიფათო გუნდია, მათი მეშინია"
, - ამბობს თურქი ჟურნალისტი გადაცემა Box to Box-ში.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას სწორედ თურქეთის წინააღმდეგ გამართავს (18 ივნისი).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი