ბუნდესლიგის მორიგ ტურში მიუნხენის ბაიერნმა დორტმუნდს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ნამატჩევს, მასპინძელთა დამრიგებელმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.
"საერთო ჯამში მაღალ დონეზე ვერ ვითამაშეთ. ეს იყო საშუალო თამაში. სამწუხაროდ, ასეთ ასპარეზობას ჩვენ არასდროს შევეგუებით. არც ტემპი გვქონდა არც ვნება. მოკლედ ეს რთული ასახსნელია. ჩვენ სულ სხვა გეგმა გვქონდა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. საბოლოო ჯამში, ბუნდესლიგისთვის ბრძოლა დასრულებულია, ლევერკუზენს ვულოცავ."
ამ წაგების შემდეგ, მიუნხენელები ცხრილის ლიდერს 13 ქულით ჩამორჩნენ და ჩემპიონის ბედიც ფაქტობრივად გადაწყდა.
ლევერკუზენმაც საოცარი გამარჯვება იზეიმა ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ, მაშინ როცა მთლი მატჩი ჰოფენჰაიმი 1:0 იგებდა, 88-ე და 91-ე წუთებზე მასპინძლებმა ტაბლოზე ანგარიში შეცვალეს და 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.