თითქოს უგოლო ფრე, მაგრამ 2 გოლი 4 წუთში - რა მოხდა ბრენტფორდი- მანჩესტერის შეხვედრაში? » სპორტის ხაზი

თითქოს უგოლო ფრე, მაგრამ 2 გოლი 4 წუთში - რა მოხდა ბრენტფორდი- მანჩესტერის შეხვედრაში?

თითქოს უგოლო ფრე, მაგრამ 2 გოლი 4 წუთში - რა მოხდა ბრენტფორდი- მანჩესტერის შეხვედრაში?
31-03-2024, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

პრემიერ ლიგის 30-ე ტურში საოცარი მატჩი ვიხილეთ. ბრენტფორდი-მანჩესტერ იუნაიტედის შეხვედრას გიჟური დასასრული ჰქონდა.

ყველაფერი კი 96-ე წუთიდან დაიწყო, მაშინ როცა ანგარიში 0:0 იყო, - თავი ჯერ მეისონ მაუნტმა გამოიჩინა, რომლისთვისაც ეს მისი მანჩესტერული კლუბის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გამოდგა, , შემდეგ კი, ზუსტად 3 წუთში, კრისტოფერ აიაერმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, 1:1. გუნდებმა დაძაბულ ბრძოლაში ქულები გაიყვეს.

ამ მატჩის შემდეგ ტენ ჰაგის გუნდმა 48 ქულა მოაგროვა და ცხრილში ისევ მე-6 პოზიციას იკავებს. ბრენტფორდი 27 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან ახლოსაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი