კვარაცხელიას გარეშე თითქოს არაფერია - კალცონას გუნდი ატალანტასთან დამარცხდა » სპორტის ხაზი

კვარაცხელიას გარეშე თითქოს არაფერია - კალცონას გუნდი ატალანტასთან დამარცხდა

კვარაცხელიას გარეშე თითქოს არაფერია - კალცონას გუნდი ატალანტასთან დამარცხდა
30-03-2024, 23:31
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ნაკრებში ტრავმირებული კვარაცხელიას გარეშე, კალცონას გუნდი "სტადიო არმანდო მარადონაზე" უშანსოდ დამარცხდა ბერგამოს ატალანტასთან - 0:3.

მასპინძელთა კარში გოლები მირანჩუკმა, სკამაკამ და კოოპმაინერსმა გაიტანეს. ოსიმენი მხოლოდ ყვითელი ბარათით გამოირჩა.

ამ მარცხის შემდეგ ატალანტა ნაპოლის, რომელიც მე-7 ადგილზე გახლავთ, უკვე 5 ქულით უსწრებს.

შესაძლოა, ნეაპოლელებს ასევე გაუსწრონ ფიორენტინამ და ატალანტამ.

ნაპოლის ცხრილის უახლოეს კლუბ ბოლონიამდე 9 ქულა აშორებს, მომდევნო შეხვედრაში კი მონცას დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.