ბაიერნი აპირებს ნაგელსმანი დააბრუნოს - Sky Sports-ის ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

ბაიერნი აპირებს ნაგელსმანი დააბრუნოს - Sky Sports-ის ჟურნალისტი

ბაიერნი აპირებს ნაგელსმანი დააბრუნოს - Sky Sports-ის ჟურნალისტი
30-03-2024, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

მიუნხენის ბაიერნი აპირებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე დააბრუნოს იულიან ნაგელსმანი, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ, 2023 წლის მარტში მოულოდნელად გაათავისუფლა.

Sky Sport-ის ჟურნალისტ კერი ჰაუს ინფორმაციით, მიუნხენელები უკვე ტუხელს უპირებენ ნაგელსმანით ჩანაცვლებას, რაც წინა შემთხვევაში პირიქით მოხდა.

ნაგელსმანი ამჟამად გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია და ევრო 2024-ისთვის ემზადება. მოქმედი კონტრაქტი კი 31 ივლისს ეწურება.

იულიანი მიუნხენელებს 2021-23 წლებში წვრთნიდა და ერთხელ (2021-22 წლების სეზონში) კლუბს ბუნდესლიგა მოაგებინა, 2-ჯერ კი, გერმანიის სუპერთასის მფლობელი გახდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი