ატალანტასთან არ იქნება - როდის დაბრუნდება კვარაცხელია? » სპორტის ხაზი

ატალანტასთან არ იქნება - როდის დაბრუნდება კვარაცხელია?

ატალანტასთან არ იქნება - როდის დაბრუნდება კვარაცხელია?
30-03-2024, 14:33
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 30-ე ტურის შეხვედრას გამოტოვებს. ნაპოლი 30 მარტს "მარადონაზე" ატალანტას მიიღებს.

კვარაცხელია ვერ მოხვდა კალცონას სამატჩო 23-კაციან განაცხადში, რომელიც კლუბის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში ვიხილეთ.

იტალიური პრესის ცნობით, ხვიჩას თამაშის შესაძლებლობაზე მატჩის წინ ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ, სამედიცინო პერსონალმა და თავად ფეხბურთელმა იმსჯელეს და შეთანხმდნენ, რომ გარისკვა არ ღირს.

მომდევნო, 31-ე ტურში კი ნაპოლი სტუმრად მონცას დაუპირისპირდება. შეხვედრა 7 აპრილს გაიმართება.

ავტორი: Davit Shakirovi


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი