ნაპოლი - ატალანტა | ითამაშებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში? » სპორტის ხაზი

ნაპოლი - ატალანტა | ითამაშებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში?

ნაპოლი - ატალანტა | ითამაშებს თუ არა ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში?
29-03-2024, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

შაბათს ევროპის ტოპ 5 ლიგა განახლდება. თავის შეხვედრას ჩაატარებს ნაპოლიც, რომელიც ხვალ, ჩვენი დროით 15:30-ზე ატალანტას უმასპინძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და თანაბარი უნდა იყოს, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითადი თერთმეტეულიდან დაიწყოს.

ამის შესახებ თავის აზრს არაერთი გამოცემა აფიქსირებს. აი, როგორ თერთმეტეულს ელიან კალცონასგან ხვალინდელ შეხვედრაში გამოცემები.

მერეტი - დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, რუი - ანგისა, ლობოტკა, ტრაორე - პოლიტანო, ოსიმენი, რასპადორი.

ცნობისთვის, ნაპოლი სერია A-ს მე-7 ადგილს 45 ქულით იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 9 ქულით ჩამორჩება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი