"პსჟ"-მ შესაძლოა "რეალის" ერთ-ერთი ვარსკვლავი დაიმატოს - გაიჟღერა ორმა სახელმა » სპორტის ხაზი

"პსჟ"-მ შესაძლოა "რეალის" ერთ-ერთი ვარსკვლავი დაიმატოს - გაიჟღერა ორმა სახელმა

"პსჟ"-მ შესაძლოა "რეალის" ერთ-ერთი ვარსკვლავი დაიმატოს - გაიჟღერა ორმა სახელმა
28-03-2024, 13:32
Aa Aa
გაზიარება:

გავრცელებული ცნობების მიხედვით, "რეალს" შესაძლოა ერთ ერთი თავდამსხმელი გამოაკლდეს. Todofichajes-ის ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ "პსჟ" ბრაზილიელი ვარსკვლავით ინტერესდება.

ფრანგული გრანდის პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი ახალ ვარსკვლავის მოყვანას კილიან მბაპეს ადგილას გეგმავს. ცნობების თანახმად, 25 წლის ფორვარდი "პსჟ"-დან რეალში გადავა მიმდინარე სეზონის ბოლოს. პარიზში სერიოზულად განიხილავენ ვინისიუს ჟუნიორის ტრანსფერს, მაგრამ თუ ეს არ გამოვა, მაშინ მათ როდრიგო სურთ.

ცნობისთვის, ვინისიუსს კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს მადრიდელებთან და მისი საბაზრო ღირებულება 150 მილიონ ევროს შეადგენს, როდრიგოს კი 2028 წლამდე აქვს ხელშეკრულება და სატრანსფერო ფასი 100 მილიონს უდრის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი