ყველა გატანილ გოლს აფხაზეთს უძღვნის - ნიკა კვეკვესკირის აქამდე უცნობი ისტორია » სპორტის ხაზი

ყველა გატანილ გოლს აფხაზეთს უძღვნის - ნიკა კვეკვესკირის აქამდე უცნობი ისტორია

ყველა გატანილ გოლს აფხაზეთს უძღვნის - ნიკა კვეკვესკირის აქამდე უცნობი ისტორია
28-03-2024, 01:42
Aa Aa
გაზიარება:

ნიკა კვეკვესკირმა გუშინ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს სკანდირებით "აფხაზეთი საქართველოა" მიმართა.

2007 წელს მიცემულ ინტერვიუში იგი ამბობს, რომ ყველა გატანილ გოლს აფხაზეთს უძღვნის.

"მართლა საოცარი შედეგი დადო საქართველოს ნაკრება, ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული გუნდი ვნახეთ, ყველას პირადი ამბიცია და პირადი ვარსკვლავობა გვერდზე ჰქონდა გადადებული,
მოწინააღმდეგის აგრესიას ძალიან სწორი რეაქციით პასუხობდნენ, მაჩოობა და კარგი ბიჭობა არ იყო, მოედანზე იდგა გუნდი რომლისთვისაც მისი ქვეყანა და გამარჯვება იყო მიზანი.

მადლობა გუნდს და ევროპელ მწვრთნელს სწორი ღირებულებების და ხედვისთვის!

მიკერძოებაში თუ არ ჩამითვლით კვეკვესკირს გამოვყოფდი რადგან ჩემი ქალაქში მისი არაჩვეულებრივი დედიკო დარწმუნებული ვარ, ყველაზე ბედნიერი და გახარებულია, ყველაზე მეტად ინერვიულა და ყველაზე მეტი ამაყია.

წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ინერვიულეთ!"
- მიმართავს კვეკვესკირის დედას, ნანა გერგაიას, ციცინო შენგელია.

"კვეკვე, შენ ნამდვილად საქართველოს ღირსეული კუთხის სანიმუშო შვილი ხარ!
დაე ეს გოლი აფხაზეთის და სამაჩაბლოს ერთობისა იყოს საქართველოში."
- ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი