ვინ არის ატირებული ბაბუ, რომლის ვიდეოც მთელმა საქართველომ ნახა » სპორტის ხაზი

ვინ არის ატირებული ბაბუ, რომლის ვიდეოც მთელმა საქართველომ ნახა

ვინ არის ატირებული ბაბუ, რომლის ვიდეოც მთელმა საქართველომ ნახა
27-03-2024, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ საქართველოში საოცარი დღე გვქონდა. ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთი ერთა ლიგის ფინალში დაამარცხა და ისტორიაში პირველად დიდ სანაკრებო ფორუმზე გავიდა.

ეს გამარჯვება განსაკუთრებით ემოციური იყო გოგი გოგოლაძისთვის, რომელიც, როგორც თავისი შვილი წერს, ნაკრების თამაშებს თითქმის არც არასდროს ტოვებდა:

"ეროვნული ნაკრების პირველი თამაშიდან მოყოლებული, 90-იანებშიც კი მამაჩემს ნაკრების თამაში არ გაუცდენია. 1995 წლიდან, მეც სულ დამატარებდა. პირველი თამაში, ერთად, საქართველო-გერმანია 0-2 იყო, იმის მერე მართლა თითქმის ყველა თამაშზე ვიყავით."

"სურამიდან ბილეთებისთვის ჩამოდიოდა, დგებოდა რიგში (თუმცა მაშინ იშვიათად იყო ასეთი მოთხოვნა ნაკრების თამაშზე), მყიდულობდა და საღამოს სახლში მოსული, სანთლის ან ლამპის შუქზე მაჩვენებდა სანუკვარ ნივთს. მერე ვმსჯელობდით შელია ჯობდა დაცვაში თუ ცხადაძე, კუდინოვი როგორ ფორმაში იყო, ქინქლაძის დაჭერა გაუჭირდებოდათ ინგლისელებს, გოგრიჭიანის გამოძახება რომ სწორი იყო და გაგვყავდა თამაშამდე დრო."

"მერე თამაშის დროც მოვიდოდა. თბილისში წამოსვლა იოლი იყო, დაბრუნება რთული, რადგან ღამე სურამისკენ ტრანსპორტი იშვიათად იყო. "დინამო" რომ "ტიროლს" შეხვდა (ჰო, "დინამოს" თამაშებზეც დავდიოდით), ღამე ვაგზალზე გავათენეთ რომ დილის 7 საათიან ფოთის მატარებელს გამოვყოლოდით."

"მერე გავიზარდე და როლები გავცვალეთ, მე ვყიდულობდი ბილეთებს, მაგრამ მამასავით ყოჩაღი ვერ გამოვდექი და მამას, ნაკრების ბევრი თამაში გავცდენინე."

"ამ წამის მონაცემებით ჩემს წინ 112908 ადმიანია, მაგრამ აუცილებლად ვიზამ რომ გოგი გოგოლაძე, 26 მარტს სტადიონზე იჯდეს, რადგან იმ 90-იანებიდან სულ ამ თამაშს ელოდა და თუ ვინმე ტრიბუნაზე ჯდომას იმსახურებს, ერთ-ერთი, უსათუდო მამაჩემია"
, - წერს ლადო გოგოლაძე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი