ბერძნული მედია: "ქართველებმა დიდი ვერაფერი მხარდაჭერა აჩვენეს" » სპორტის ხაზი

ბერძნული მედია: "ქართველებმა დიდი ვერაფერი მხარდაჭერა აჩვენეს"

ბერძნული მედია: "ქართველებმა დიდი ვერაფერი მხარდაჭერა აჩვენეს"
27-03-2024, 13:47
Aa Aa
გაზიარება:

ბერძნული მედია საქართველოში განცხდილ მარცხს განიცდის და მისგან გამოწვეულ ბრაზს ვერ მალავს, რაზეც Gazzetta.gr-ის სტატია მიუთითებს.

როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, პენალტების სერიაში სუსტ გუნდს გაუმართლა, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე კი ქართველმა გულშემატკივარმა დიდი ვერაფერი მხარდაჭერა აჩვენა:

"ეს დიდი იმედგაცრუებაა. საბერძნეთი დამარცხდა გუნდთან, რომელსაც არც თუ ისე მაღალი ხარისხის ფეხბურთის თამაში შეუძლია."

"აშკარა იყო, რომ ერთადერთი გუნდი, რომელიც პენალტებამდე მისვლას და იქ გამარჯვებას გეგმავდა, ეს საქართველო იყო და ძირითადად, პენალტებში სუსტებს უმართლებთ ხოლმე."

"გარდა ამისა, ქართველები ამბობდნენ, რომ ნამდვილ დუღილში მოუწევდა საბერძნეთს თამაში, თუმცა რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, იქ განსაკუთრებული არაფერი ყოფილა"
, - წერს ბერძნული გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი