ამერიკელი ჟურნალისტის, დეიმონ მარტინის მიხედვით, UFC 302-ის ივენთზე, რომან დოლიძის მეტოქე ენტონი ერნანდესი იქნება.
ეს ბრძოლა გაიმართება პირველ ივნისს. ერნანდესი ბოლო 5 ბრძოლაა დაუმარცხებელია. ბოლო მეტოქე კი რუსი, რომან კოპილოვი იყო, რომელიც მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.
რომან დოლიძე ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ, გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.