"ფინალში ფავორიტები არ არსებობენ" - ბერძნების კაპიტნის პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

"ფინალში ფავორიტები არ არსებობენ" - ბერძნების კაპიტნის პრესკონფერენცია

"ფინალში ფავორიტები არ არსებობენ" - ბერძნების კაპიტნის პრესკონფერენცია
25-03-2024, 23:36
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები დინამო არენაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საბერძნეთის ნაკრების კაპიტანმა ანასტასიოს ბაკასეტასმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ჩვენთვის ყაზახეთთან მატჩი წარმატებული იყო და პირველი ორი გოლი სწრაფად გავიტანეთ. ხვალინდელი თამაშის სცენარზე პროგნოზების გაკეთება არ მსურს. მნიშვნელოვანია, რომ პირველივე წუთიდან ბოლომდე მაქსიმალური კონცენტრაციითა და თავდაჯერებით ვითამაშოთ.

ფინალია და ფინალში ფავორიტები არ არსებობენ. ასეთ გადამწყვეტ თამაშში არ შეიძლება ფავორიტის დასახელება. განწყობა კარგი გვაქვს, ერთ-ერთი მიზეზი კი ყაზახეთთან თამაშია, რომელმაც მშვენივრად ჩაიარა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მარტივად გავიმარჯვეთ, რადგან ყაზახეთი ძლიერი და მძიმე ნაკრებია.

მართალია, რომ სახლში კარგად ვთამაშობთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც მაყურებელი დიდი რაოდენობით მოდიოდა. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ სავსე ტრიბუნების წინაშე ვითამაშოთ. ვფიქრობ, რომ მაყურებლის ფაქტორი ჩვენთვის სასიკეთოდ გამოვიყენოთ. გამოცდილი ფეხბურთელები ვართ, რომლებსაც არაერთ მსგავს მატჩში მიგვიღია მონაწილეობა.

ბოლო თამაში კარგად მახსოვს და მარტივი არ ყოფილა. მატჩის ბედი ბოლო წუთზე გაირკვა. ახლა უფრო ძლიერი და გამოცდილებით სავსე გუნდი ვართ, თუმცა, იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც, იმ მატჩის შემდეგ გაძლიერდა. ვფიქრობ, ხვალ დაძაბულ და საინტერესო მატჩს ვიხილავთ."
- თქვა ბაკასეტასმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის დაპირისპირებაში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

შეხვედრა დინამოზე 21:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.