"მაღაზიაში ვმუშაობდი სალაროსთან და კვირაობით დაცვა ვიყავი" - ილია თოფურია წარსულზე » სპორტის ხაზი

"მაღაზიაში ვმუშაობდი სალაროსთან და კვირაობით დაცვა ვიყავი" - ილია თოფურია წარსულზე

"მაღაზიაში ვმუშაობდი სალაროსთან და კვირაობით დაცვა ვიყავი" - ილია თოფურია წარსულზე
25-03-2024, 16:02
Aa Aa
გაზიარება:

ილია თოფურიამ „იმედის კვირის“ ინტერვიუში მის წარსულზე ისაუბრა:

„პლაჟზე ვმუშაობდი. შეზლონგებს ვაწყობდით მე და ჩემი ძმა ყოველ დილით, მერე ღამე ვკრეფდით. კლასებს ვატარებდი, როგორც მწვრთნელი.

მაღაზიაში ვმუშაობდი სალაროსთან და კვირაობით დაცვა ვიყავი. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მომეგროვებინა თანხა, იმისთვის რომ საკუთარი თავი დამესპონსორებინა და მქონოდა საშუალება შეჯიბრებზე წავსულიყავი. მაგიტომ ვამბობ, რომ ვისაც უნდა, იმას შეუძლია კიდეც.

12 წლის წინ, როცა ხალხს ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ჩემი ოცნება იყო UFC-ს ჩემპიონი გავმხდარიყავი, ბევრს ეღიმებოდა. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, ვისაც ღმერთმა გაუნათა გონება და მისცა ეს შეხედულება.“
- თქვა თოფურიამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი