"ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს მივცემ" - კვარაცხელიას კომენტარი ფინალურ მატჩამდე » სპორტის ხაზი

"ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს მივცემ" - კვარაცხელიას კომენტარი ფინალურ მატჩამდე

"ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს მივცემ" - კვარაცხელიას კომენტარი ფინალურ მატჩამდე
25-03-2024, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

საბერძნეთთან გასამართი ფინალის წინ, ეროვნული ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა:

"ვფიქრობ, კარგ კონდიციაში ვარ და ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს მივცემ. იმედი მაქვს, გუნდს გამარჯვებაში დავეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა, საფინალო შეხვედრაში გოლს ვინ გაიტანს, მთავარია მოედანზე საბრძოლველად გავიდეთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. გაიმარჯვებს ძლიერი და იმედი მაქვს, იმ დღეს უფრო ძლიერი ჩვენ ვიქნებით."

საბერძნეთის ნაკრებს პატივს ვცემთ, ვიცით მათი ძლიერების შესახებაც, თუმცა არამგონია ვინმეს უხაროდეს აქ ჩამოსვლა და ამდენი გულშემატკივრის წინაშე თამაში" - თქვა ხვიჩამ.

ფინალური შეხვედრა 26 მარტს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი