ისტორია დაირღვა - რონალდუს 7 ნომერი ნაკრებში სხვას ეცვა » სპორტის ხაზი

ისტორია დაირღვა - რონალდუს 7 ნომერი ნაკრებში სხვას ეცვა

ისტორია დაირღვა - რონალდუს 7 ნომერი ნაკრებში სხვას ეცვა
24-03-2024, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

ხუთშაბათს დიდ ისტორიას წერტილი დაესვა, რადგან პორტუგალიის ნაკრების 7-ნომრიანი მაისური რონალდუს გარდა სხვამაც ჩაიცვა.

ამხანაგურ შეხვედრაში პორტუგალიამ შვედეთს 5-2 მოუგო, კრიშტიანუ კი ამ შეხვედრაში არ მონაწილეობდა (ისვენებდა), რის გამოც მისი 7 ნომერი ბრაგას შემტევმა, ბრუმამ აიღო.

ამ ქმედებით 17-წლიანი ისტორია შეწყდა. შეგახსენებთ, რომ რონალდუს 7-ნომრიანი მაისური ეცვა ყველგან, სადაც კი მას უთამაშია: მანჩესტერი, რეალი, იუვენტუსი, ალ ნასრი და პორტუგალიის ნაკრები.

ცნობისთვის, იმასაც გეტყვით, რომ ბრუმასთვის ეს მაისური იღბლიანი აღმოჩნდა და შვედეთს მე-4 გოლი სწორედ მან გაუტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.