ვინც საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთები ვერ შეიძინა - კახა კალაძის განცხადებით, შეეძლებათ რესპუბლიკის მოედანზე, ღია ცის ქვეშ, დიდ ეკრანზე უყურონ მატჩს და უქომაგონ ჩვენს ნაკრებს.
ასევე 26 მარტს, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 02:00 საათამდე იმუშავებს, რადგან სტადიონზე და რესპუბლიკის მოედანზე მისულ გულშემატკივრებს სახლში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეთ.