ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯოვანო სკოტოს ინფორმაციის მიხედვით, ფრანჩესკო კალცონა სეზონის ბოლოს ნაპოლის დატოვებს.
როგორც წყარო გვიმხელს, აურელიო დე ლაურენტისმა კალცონას ახალი ხელშეკრულება და კლუბში დარჩენა შესთავაზა, რაზეც იტალიელისგან დე ლაურენტისმა უარი მიიღო (კონკრეტული მიზეზი ჯერჯერობით უცნობია).
სკოტო იმასაც ამბობს, რომ ნაპოლის პრეზიდენტს ახალი სპეციალისტის ძიება უკვე დაწყებული აქვს და შესაბამისი ვარიანტი უკვე მონახულია.
აურელიო დე ლაურენტისი მუდმივ კავშირზე ფიორენტინას დამრიგებელ ვინჩენცო იტალიანოსთანაა, რომელიც, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ფიორეს დატოვებს.