"იქ ნამდვილ ჯოჯოხეთს დაგვახვედრებენ" - ილიას ზუროსის თანაშემწე ქართველებზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"იქ ნამდვილ ჯოჯოხეთს დაგვახვედრებენ" - ილიას ზუროსის თანაშემწე ქართველებზე საუბრობს

"იქ ნამდვილ ჯოჯოხეთს დაგვახვედრებენ" - ილიას ზუროსის თანაშემწე ქართველებზე საუბრობს
23-03-2024, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოსა და საბერძნეთის უმნიშვნელოვანესი მატჩის შესახებ ილიას ზუროსის თანაშემწემ, გეორგიოს ლიმნიატისმა ისაუბრა.

"საბერძნეთის ნაკრების მოთამაშეები მზად უნდა იყვნენ, რომ დიდ წნეხს და ფსიქოლოგიურ დაწოლას გაუძლონ, რადგან საქართველოში ნამდვილი ჯოჯოხეთი დახვდებათ."

"ჩვენს ბიჭებს ფეხიდან მიწა გამოეცლებათ და ამას უნდა გაუძლონ. ერთხელ საქართველოს სარაგბო შეხვედრას დავესწარი და სწორედ იქ გამოჩნდა იდეალურად თუ როგორი ატმოსფეროს შექმნა შეუძლიათ ქართველებს"
, - ამბობს ლიმნიატისი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 26 მარტს დინამო არენაზე გაიმართება, ბილეთების რეალიზება კი უკვე დაწყებულია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი