თითქმის 100%-ით გადაწყვეტილია, რომ ვიქტორ ოსიმენი სეზონის დასრულების შემდეგ ნაპოლის დატოვებს და უდიდესი ალბათობით, ნიგერიელი ფორვარდი რომელიმე ინგლისურ გრანდში გადავა.
ცხადია, მის ჩანაცვლებაზე უკვე აქტიურად მუშაობს აურელიო დე ლაურენტისი, რომელმაც, როგორც იწერება, აფრიკელის შემცვლელს ფეინოორდში მიაგნო.
Calcionapoli-ის მტკიცებით, ნაპოლის პრეზიდენტს თვალი ნიდერლანდური კლუბის 22 წლის მექსიკელ ფორვარდზე, სანტიაგო ხიმენესზე აქვს დადგმული, რომელიც ამ სეზონში შესანიშნავად გამოიყურება.
სანტიაგო ხიმენესმა მიმდინარე სეზონში ფეინოორდის მაისურით ყველა ტურნირზე 22 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მითვლილი.