ბუნდესლიგა 2-ში ამ წუთებში მიმდინარეობს კარლსრუესა და მაგდებურგის შეხვედრა, რომელშიც 25-ე წუთისთვის ანგარიში 3:0-ია.
აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგების სასტარტო XI-შია ბუდუ ზივზივაძე, რომელიც შესანიშნავად თამაშობს და ნაკრებამდე თავის სიტყვას ამბობს.
ბუდუ ზივზივაძემ არასრულ ნახევარ საათში მეტოქეს დუბლი შეუსრულა და Live-ში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება აქვს.