ჩირო იმობილეს ქუჩაში თავს დაესხნენ - რას ამბობს თავად ფეხბურთელი? » სპორტის ხაზი

ჩირო იმობილეს ქუჩაში თავს დაესხნენ - რას ამბობს თავად ფეხბურთელი?

ჩირო იმობილეს ქუჩაში თავს დაესხნენ - რას ამბობს თავად ფეხბურთელი?
16-03-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

რომის ლაციოს თავდამსხმელი ჩირო იმობილე გულშემატკივრების აგრესიის ობიექტი გახდა.

იტალიელი ფორვარდზე თავდასხმა დღეს ქუჩაში სცადეს, როდესაც ის მეუღლესთან და 4 წლის ვაჟთან ერთად იმყოფებოდა. ტიფოზების ნაწილმა იმობილეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რამდენიმემ კი მასზე ფიზიკურადაც გაიწია.

როგორც იმობილეს განცხადებაშია აღნიშნული, ის უჩივლებს იმ ჟურნალისტებსა და გამოცემებს, რომლებიც მედიაში დეზინფორმაციას ავრცელებენ. ამან ფეხბურთელის იმიჯი შელახა, გააღვივა სიძულვილი და გულშემატკივრები მის მიმართ აგრესიულად განაწყო.

იმობილე ლაციოს მაისურს 2016 წლიდან ატარებს. მას შემდეგ მან "არწივების" მაისურით ჩატარებულ 331 მატჩში 206 გოლი გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი