იტალიური მედიის ცნობით, ამერიკული კომპანია Orienta Capitals Partners მზად არის მონცას საკონტროლო პაკეტი შეისყიდოს. გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გარიგების ოდენობა 100 მილიონი ევროა.
მონცა რამდენიმე წლის წინ სილვიო ბერლუსკონიმ შეიძინა, როცა გუნდი სერია C-ში თამაშობდა. სწორედ მისი მმართველობით ლომბარდიელები ჯერ სერია B-ში აღზევდნენ, ხოლო ორი წლის წინ ისტორიაში პირველად მოიპოვეს სერია A-ს საგზური. ბერლუსკონი გასულ წელს გარდაიცვალა, მაგრამ კლუბს კვლავაც მისი ოჯახი ფლობს.
მონცა სერია A-ში 28 ტურის შემდეგ 39 ქულით მე-10 ადგილზეა.