ინგლისური უოტფორდის დამრიგებელი, ტომ კლევერლი გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაზე საუბრობს:
"ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც თავდაპირველად ვშიშობდით. გიორგის ძლიერი ტკივილი ჯერ კიდევ აწუხებს და კოჭთან სილურჯეები აქვს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ იმაზე უფრო მალე დაგვიბრუნდება, ვიდრე ვვარაუდობდით", - თქვა მწვრთნელმა
მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიპის 33 შეხვედრაში ითამაშა და გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ცხადია, გიორგი ჩაკვეტაძე ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და ვიმედოვნებთ, რომ ის 21 მარტისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.