"როცა ჩხუბს მოინდომებს, მე მზად ვარ" - მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალისთან ბრძოლაზე » სპორტის ხაზი

"როცა ჩხუბს მოინდომებს, მე მზად ვარ" - მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალისთან ბრძოლაზე

"როცა ჩხუბს მოინდომებს, მე მზად ვარ" - მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალისთან ბრძოლაზე
14-03-2024, 00:37
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამრის მთავარი პრეტენდენტი მერაბ დვალიშვილი მზადაა, დივიზიონის ჩემპიონ შონ ო’მალის სექტემბერში, ლას ვეგასში გასამართ UFC 306-ზე დაუპირისპირდეს.

აღსანიშნავია, რომ ვერასთან გამარჯვების შემდეგ, შონ ო’მალიმ ქვემსუბუქი წონის ჩემპიონ ილია თოფურიასთან ჩხუბის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა, რამაც დვალიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია.

"მე არსად მეჩქარება. არ მსურს უპატივცემულობა გამოვიჩინო. ჩემპიონს დრო სჭირდება, ჯერ უნდა დაისვენოს და დატკბეს თავისი ქამრით. მაგრამ როდესაც ჩხუბს მოინდომებს, მე ყოველთვის მზად ვარ, მსურს, სამაგალითო ვიყო ახალგაზრდა თაობებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყნიდან, პატარა სოფლიდან ვარ. არასდროს ვყოფილვარ განსაკუთრებული ტალანტი ან რამე მსგავსი. უბრალოდ, მუხლჩაუხრელად ვშრომობდი და სწორედ შრომის წყალობით მოვედი აქამდე. მსურს მათაც გაიგონ, რომ ოცნებები ხდება და შეუძლებელია არაფერია." - თქვა მერაბმა.

UFC 306-ის ჩატარება ლას ვეგასში, 14 სექტემბერს იგეგმება. მერაბ დვალიშვილი კი ოქტაგონზე ბოლოს თებერვალში გავიდა და ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა.

"მზად ვარ! UFC Noche" - დაწერა დვალიშვილმა სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი