ლევან კუტალია კარიერას დინამო ბათუმში გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონების პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს. ფეხბურთელთან ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.
34 წლის თავდამსხმელი ბოლოს სომხური ალაშკერტის ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით ქვეყნის ჩემპიონატში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 12 გოლის გატანა მოახერხა.
დინამო ბათუმმა ეროვნული ლიგის მიმდიანრე სეზონში სამივე მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.