"რატომ არ გამოვიძახე არაბიძე?" - როგორია ვილი სანიოლის პასუხი კითხვაზე » სპორტის ხაზი

"რატომ არ გამოვიძახე არაბიძე?" - როგორია ვილი სანიოლის პასუხი კითხვაზე

"რატომ არ გამოვიძახე არაბიძე?" - როგორია ვილი სანიოლის პასუხი კითხვაზე
13-03-2024, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

გამოქვეყნდა ვილი სანიოლის არჩევანი შემადგენლობის მხრივ, რომელიც 21 მარტს ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.

შემადგენლობაში ვერ ვხედავთ, ქუთაისის "ტორპედოს" შემტევ გიორგი არაბიძეს, რამაც გულშემატკივარში უკმაყოფილება გამოიწვია, არადა მას მაყურებელთა დიდი ნაწილი სანაკრებო სიაში ელოდა.

"არაბიძეს აქტიურად ვაკვირდებოდი, თუმცა მისი პრობლემა არასათანადო ინტენსივობაა. ბევრი გოლი გაიტანა ბოლო პერიოდში და თუ სხვა კომპონენტებშიც მოუმატებს, მისი ნაკრებში გამოძახების საკითხი აქტუალური გახდება, თუმცა დღეს არა.

როცა სიას ვადგენდი, ფეხბურთლების ფიზიკური მზაობა ერთ-ერთიი მთავარი კომპონენტი იყო. დღეს ფეხბურთი ძალიან ინტენსიური სპორტია და გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც მოედანზე დიდ მანძილს დაფარავენ"
- თქვა სანიოლმა (Geo Team)


საქართველო - ლუქსემბურგის ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი