ვეტერანმა მწვრთნელმა, პაოლო სპეკიამ იტალიურ მედიასთან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას პროგრესი განიხილა.
როგორც ის ფიქრობს, საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერის ხელახალ დაბადებაში უდიდესი წვლილი ფრანჩესკო კალცონას მიუძღვის.
"კვარა დაბრუნდა, ის ასეთი სრულყოფილი არც არასდროს მინახავს, ამაში კი კალცონას უდიდესი დამსახურება აქვს, რომელიც ხვიჩას თავიდანვე კარგად მიუდგა."
"ამ ეტაპზე კვარაცხელიას მენტალური პრობლემები საერთოდ აღარ აქვს. ის ტორინოსთანაც საოცარი იყო და იმედი მაქვს, რომ ბარსელონასთანაც იტყვის თავის სიტყვას", - თქვა სპეკიამ