გუშინ პრემიერ ლიგაში სეზონის მატჩი გაიმართა, რომელშიც ლივერპულმა მან.სიტის უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
პეპ გვარდიოლას ბიჭებმა პირველი ნახევარი ჯონ სტოუნსის გოლის წყალობით მოიგეს, მეორე ნახევარში კი ლივერპულიდან ალექსის მაკ ალისტერმა გაიტანა.
აღებული ქულებით იურგენ კლოპის გუნდი ინგლისის ჩემპიონატის რიგით მე-2 ადგილს 64 ქულით იკავებს, 63-ით კი სიტი მესამეზეა.
რაც შეეხება ტურნირის პირველ ადგილზე მყოფ გუნდს, ის ლონდონის არსენალია, რომელსაც ასევე 64 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას სწორედ მან.სიტისთან გამართავს.