ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის 30-ე ტურის შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილის ლევანტემ ხიხონს 1:0 მოუგო.
აღნიშნულ შეხვედრაში მინდორს ქართველი ფეხბურთელი 3-თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა მისთვის ხიხონთან თამაში არც თუ კარგი გამოდგა.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგის გუნდმა 3 ქულა მოიპოვა, თავად ქოჩორაშვილი მოედანზე გამოჩენიდან 14 წუთში გააძევეს.
გიორგი ქოჩორაშვილს Sofascore-მ 5.2 სარეიტინგო ქულა დაუწერა. მიუხედავად გაძევებისა, ქოჩორაშვილის დაბრუნება მაინც კარგი სიახლეა, რადგან ლუქსემბურგთან შეხვედრა უკვე ძალიან ახლოსაა და ეროვნულ გუნდს სტაბილური ჩამშლელი სჭირდება.