საფრანგეთის ლიგა 1-ის 25-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის "მეცმა" შინ "კლერმონი" მიიღო და 1:0 სძლია.
სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და შეხვედრის ერთადერთი გოლის გატანაც სწორედ მასპინძელთა ქართველმა თავდამსხმელმა შეძლო, თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან.
საფეხბურთო სტატისტიკების ვებსაიტმა Sofascore, მიქაუტაძის დღევანდელი ასპარეზობა 10-დან 7.0-ით შეაფასა.