ხვალ დინამო - ტორპედოა | სტატისტიკური მონაცემები » სპორტის ხაზი

ხვალ დინამო - ტორპედოა | სტატისტიკური მონაცემები

ხვალ დინამო - ტორპედოა | სტატისტიკური მონაცემები
9-03-2024, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

10 მარტს დინამო თბილისი საიუბილეო 90-ე ქართულ დერბის უმასპინძლებს. მატჩი 20.00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 89 მატჩიდან, 48-ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 24 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 150/77 თბილისელთა სასარგებლოდაა.

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვებები ანგარიშით 5-1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზზე სამჯერ დაფიქსირდა. მე-2 ჩემპიონატის მე-4 ტურში 1991 წლის 1 აპრილს, მე-7 ჩემპიონატის მე-3 ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს და 34-ე ჩემპიონატის მე-19 ტურში 2022 წლის 25 ივნისს. ოთხბურთიანი სხვაობით და გოლგაუშვებლად დინამოელებმა მეტოქე ორჯერ დაამარცხეს. 2012/2013 სეზონში, 24-ე ეროვნული ჩემპიონატის მე-2 ეტაპის მე-8 ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4-0 აჯობა და იგივე ანგარიში 34-ე ჩემპიონატის პირველ ტურში გაიმეორა დედაქალაქურმა გუნდმა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0-3 მე-12 ჩემპიონატის მე-2 ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მე-18 ჩემპიონატის მე-17 ტურში 2007 წლის 17 მარტს, ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5-0 გაიმარჯვა. 2013 წლის 4 მაისს დინამო არენაზე თბილისელებმა 4-0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს.

ქართული დერბის ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1-0, რომელიც ტაბლოზე 19-ჯერ დაფიქსირდა. ​ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში საკუთარ სტადიონზე, ტორპედომ დინამოსთან ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს მოიგო, ანგარიშით 2-1. გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა.

ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩი ქუთაისში 2023 წლის 24 ნოემბერს გაიმართა და ფრედ 2-2 დასრულდა. გოლები ტორპედოს ზორან მარუშიჩმა და ლუკა ლაკვეხელიანმა გაიტანეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი