გერმანულმა პორტალმა, Transfermarkt-მა საფრანგეთის ლიგა 2-ში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა.
განახლებული ვერსიის მიხედვით, ბორდოს რიგებში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი აღმოჩნდა.
საქართველოს ნაკრების შემტევი ამ ეტაპისთვის 2.5 მილიონი ევრო ღირს, რაც ბორდოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ბორდოს მაისურით 3 გოლი და 3 საგოლე პასია.