"დღევანდელ ნაკრებს გიორგი არაბიძე ძალიან გამოადგება" - ვლადიმერ გუცაევი » სპორტის ხაზი

"დღევანდელ ნაკრებს გიორგი არაბიძე ძალიან გამოადგება" - ვლადიმერ გუცაევი

"დღევანდელ ნაკრებს გიორგი არაბიძე ძალიან გამოადგება" - ვლადიმერ გუცაევი
9-03-2024, 17:02
Aa Aa
გაზიარება:

წარსულში ცნობილმა და წარმატებულმა ფეხბურთელმა, ვლადიმერ გუცაევმა გიორგი არაბიძის ნაკრებში გამოძახების საკითხზე ისაუბრა:

"არაბიძის თამაში ევროთასებზე ვნახე და ძალიან მომეწონა. საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების მოახლოებული მატჩისთვის შემადგენლობა ჯერ დასახელებული არაა და რას ფიქრობთ, არის თუ არა გიორგი არაბიძე ღირსი, საქართველოს ნაკრებში იყოს და არა მხოლოდ გამოიძახონ, არამედ ათამაშონ კიდეც? მე მომწონს და დარწმუნებული ვარ, დღევანდელ ნაკრებს გამოადგება", - თქვა ვლადიმერ გუცაევმა

ცნობისთვის, გიორგი არაბიძეს ეროვნულ ლიგაში შესანიშნავი პერიოდი უდგას და უკვე არაერთი გულშემატკივარი მოითხოვს, რომ მარჯვენა ვინგერი ეროვნულ გუნდში გამოიძახონ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი