ნიდერლანდურ გაზეთში, კერძოდ De Telegraaf-ში სტატია აიაქსის სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით ქვეყნდება.
როგორც გაზეთში წერია, ამსტერდამულ კლუბს დიდ ზარალთან შეგუება და არაერთი ფეხბურთელის გაშვება მოუწევს, რომლებზეც თავდაპირველად დიდი იმედები მყარდებოდა.
De Telegraaf-ის ინფორმაციით, გასაშვებ ფეხბურთელთა სიაში გიორგი მიქაუტაძის გვარიც ფიგურირებს, რომელსაც აიაქსში შანსი წესიერად არც კი მისცემია.
სავარაუდოდ, მეცი გიორგის უკან დაიბრუნებს, რადგან ლიგა 1-ში ქართველი ფორვარდი კვლავ მშვენივრად გამოიყურება.