ნიდერლანდურ მედიაში გიორგი მიქაუტაძეს ყოველი ახალი თამაშის მერე ახალი სიტყვებით რომ აკრიტიკებენ, ეს უკვე ძველი ისტორიის ნაწილია და ყველამ კარგად ვნახეთ, რომ საქართველის ნაკრების ფორვარდს ამსტერდამულ კლუბში ძალიან ცუდი დრო უდგას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გიორგის კლუბიდან წასვლა საკმაოდ ლოგიკური გამოსავალი იქნებოდა, თუმცა არსებობს ფიფას აქამდე უცნობი წესი, რომლის შესახებაც ინფორმაცია უნდა გქონდეთ.
საქმე ისაა, რომ ევროპაში მოასპარეზე ფეხბურთელს ერთი სეზონის განმავლობაში ორ კლუბზე მეტგან თამაში არ შეუძლია, გიორგისთვის კი აიაქსი უკვე მე-2 გუნდია. შესაბამისად, მიქაუტაძეს აიაქსის დატოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება თუ ის ყოფილ კლუბ მეცში დაბრუნდება, რაზე საუბარი მიმდინარეობს კიდეც.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიქაუტაძეს მეცის გარდა არაევროპული კლუბების ვარიანტიც აქვს, თუმცა კონტინენტის დატოვება ნაკლებად სავარაუდოა.