გუშინდელი სერია A-ს შეხვედრა ნაპოლისა და ტორინოს შორის შედგა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.
აღნიშნულ შეხვედრაში მორიგი ბრწყინვალე პერფორმანსი გვიჩვენა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელზეც მარიო რუიმ ისაუბრა.
"ბოლო პერიოდში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, რადგან რწმენა გუნდში მოთამაშე ყველა ფეხბურთელს დაუბრუნდა."
"ხვიჩა კვარაცხელია? - ის ძალიან მაგარი ბიჭია. მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მოედანზე სპექტაკლის დადგმა და მაყურებლებისთვის სიამოვნების მინიჭება შეუძლია", - თქვა პორტუგალიელმა მცველმა