გუშინდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ზედიზედ მესამე მატჩში შეძლო გოლის გატანა, რის შემდეგაც მასზე ნაპოლის დამრიგებელმა ისაუბრა.
როგორც ფრანჩესკო კალცონამ თქვა, მან ხვიჩა კვარაცხელიასთან მიმართებით ურთიერთობის პირველ ხანებში შეცდომა დაუშვა:
"მისი ფოტოსურათი ფრანჩესკო სინატიმ (ნაპოლის ფიზმომზადების მწვრთნელი) მაჩვენა, როგორც უნიკალური თვისებებით დაჯილდოებული მოთამაშის. პირველი ნახვისას ცოტა დაღონებული მომეჩვენა, თუმცა სამი დღის შემდეგ ის უკვე იღიმოდა და ხუმრობდა სხვებთან ერთად. ის არის ბიჭი, რომელიც საკუთარი თავის პირველი კრიტიკოსია მაშინ, როდესაც რაღაც არ გამოსდის და მე ეს ძალიან მომწონს."
"ტაქტიკური თვალსაზრისით, ის გაიზარდა. თავდაპირველად მასთან მიმართებაში ნაწილობრივ შეცდომა დავუშვი, რადგან მისგან ძალიან სწრაფად მოვითხოვე ის, რასაც მიუჩვეველი იყო. ის იმდენად ცდილობდა ჩემი მითითების შესრულებას, რომ ნაწილობრივ დაკარგა კიდეც თავისი მთავარი ღირსებები", - თქვა ფრანჩესკო კალცონამ
შეგახსენებთ, რომ კვარას სერია A-ში უკვე 10 გოლი დაუგროვდა.