საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მილანის ყოფილმა მცველმა, კახა კალაძემ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერზე ისაუბრა.
როგორც დედაქალაქის მერი ამბობს, ის კვარაცხელიას ტრანსფერამდე ნაპოლის ხელმძღვანელებს ესაუბრა:
"კვარაცხელია ძალიან კარგი ბიჭია. ბადრისთან ხშირად მიწევს საუბარი და ისიც უნიკალური ადამიანია."
"ხვიჩას ნაპოლიში ტრანსფერამდე ამ კლუბს ვესაუბრე, რადგან მათ უნდა სცოდნოდათ თუ როგორ ბიჭთან ჰქონდათ საქმე. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ნაპოლი დამიკავშირდა და ხვიჩას გამო მადლობა გადამიხადა."
"კვარა საოცარი ფეხბურთელია, ნამდვილი კერპია. ვუსურვებ, რომ უკეთეს გუნდში გადავიდეს და ლიგის მოგებაც შეძლოს", - თქვა კალაძემ