ესპანურმა MARCA-მ გიორგი მამარდაშვილის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა.
როგორც ესპანური გამოცემა წერს, ქართველი მეკარით არაერთი პრემიერ ლიგის კლუბია დაინტერესებული, მათ შორის ლონდონის ჩელსი, რომელიც ამ ეტაპზე მაღალი დონის მეკარის ძიებაშია.
MARCA-ს ინფორმაციით, თუ გიორგი პრემიერ ლიგაში გადავა, მაშინ ვალენსია მის ნაცვლად არა სტოლე დიმიტრიევსკის (ვისაც ისინი აქამდე აკვირდებოდნენ), არამედ ტენერიფეს მეკარე ხუან სორიანოს შეიძენენ.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილი და მისი ვალენსია ლა ლიგის მე-9 ადგილს 37 ქულით იკავებენ.